სწრაფი მიტანა
უახლოესი რესტორნებიდან
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში
მიუთითეთ მისამართი, რომ შემოგთავაზოთ მიტანის სერვისი უმოკლეს დროში

Loading...

გთხოვთ მიუთითოდ თქენი მისამართი, რომ ნახოთ მიწოდების პირობები.
გვერდის გადატვირთვა

სამომხმარებლო შეთანხმება

 

1.    გამოყენების პირობები

 

მადლობა Menu.ge-ს ამორჩევისთვის. სამომხმარებლო შეთანხმება ადგენს მიწოდების მომსახურების გამოყენებისა და შეკვეთების მიღების სტანდარტებს, რაც ეხება ყველა იმ პირს, ვინც იყენებს ჩვენს ვებგვერდს, აპლიკაციას, ასევე მობილურ აპლიკაციას (შემდგომში ხსენებული, როგორც "აპლიკაცია")  და/ან შეკვეთებს ტელეფონის ზარით, რაც წარმოადგენს  ამ ხელშეკრულების საგანს.

 

www.menu.ge ვებგვერდის და აპლიკაციის გამოყენებისას, თქვენ ("მომხმარებელი") ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას. შპს "ინტერნეტ პროჯექტს ჯორჯია" (menu.ge) იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს, დაარედაქტიროს ან განაახლოს ამ ხელშეკრულების წესები და პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ცვლილება ძალაში შედის www.menu.ge ვებგვერდსა და აპლიკაციაში გამოქვეყნებისთანავე. Menu.ge მომსახურების გამოყენება ცვლილების გამოქვეყნების შემდგომ ნიშნავს ხელშეკრულებასა და შეტანილ ცვლილებებზე თანხმობას.

 

ეს წესები და პირობები არეგულირებს  menu.ge-ს პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების გამოყენებას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება menu.ge-ს აპლიკაციით და ყველა ამჟამინდელი თუ სამომავლო დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფით, მათ შორის: ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, პროგრამები, დოკუმენტაცია, ხელსაწყოები და განახლებანი (მათ შორის: პროგრამული უზრუნველყოფის განახლება,  ინფორმაცია მომსახურებაზე, დახმარება, შეცდომების გასწორება თუ ახალი ვერსია)

 

ჩვენი მომსახურების ფარგლებში, შესაძლოა არსებობდეს ბმულები, რაც უკავშირდება მესამე მხარის ვებგვერდებსა თუ აპლიკაციებს, რათა თქვენ გქონდეთ წვდომა მომსახურებაზე. თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარეთა ვებგვერდებისა თუ აპლიკაციების კონფიდენციალურობასა და შინაარსზე. თქვენ თავად უნდა შეამოწმოთ ვებგვერდებისა და აპლიკაციების კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სამომხმარებლო შეთანხმება.

 

2.    მიწოდების მომსახურება

 

Menu.ge ადგილზე მიტანის სერვისი გთავაზობთ ონლაინ პლატფორმას მისამართზე: www.menu.ge  და მობილურ აპლიკაციას მობილური მოწყობილობებისთვის (მაგალითად, AppStore (iOS), android და სხვა სმარტფონის  პლატფორმები), რათა შეუკვეთოთ სხვადასხვა პროდუქტი ჩვენი ვენდორებიდან ან მომსახურება ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი საბანკო არხების მეშვეობით წინასწარი გადახდით  ან ნაღდი ანგარიშსწორებით მისამართზე მიტანისას. Menu.ge არ ფლობს, ყიდის, რეალიზაციას უწევს, უზრუნველყოფს, ამზადებს, მართავს ან/და აკონტროლებს ვენდორებს ან სხვა მომსახურებას.Menu.ge-ს პასუხისმგებლობები იფარგლება: (i) მომსახურების ხელმისაწვდომობით; და (ii)  თითოეული ვენდორის შეზღუდული უფლებამოსილების აგენტის სტატუსით, რათა მიიღოს თქვენგან ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორება მოწოდებულ პროდუქტზე. აღნიშნული გულისხმობს, რომ menu.ge  ურიცხავს მოწოდებული პროდუქტების საფასურს ვენდორს.

 

თქვენ ეთანხმებით რომ ჩვენი მიწოდების მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით შეძენილი პროდუქცია მიგეწოდებათ მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

3.    მომხმარებლის რეგისტრაცია და მომხმარებლის საიდენტიფიკაციო  ინფორმაცია

ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებით ან ჩვენი მობილური აპლიკაციის გადმოწერით თუ ჩვენი ვებგვერდიდან მომსახურებისა თუ პროდუქტის შეკვეთით, თქვენ ეთანხმებით პროდუქტის მიწოდებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესებსა და პირობებზე, რაც მოქმედებს www.menu.ge ვებგვერდსა და მის აპლიკაციაში წარმოდგენილ ყველა ტიპის მომსახურებაზე.

 

 

პირადი ანგარიშის გახსნა www.menu.ge ვებგვერდზე ან აპლიკაციაში გულისხმობს, რომ menu.ge-ს უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

 

- თქვენი მისამართი, მათ შორის საფოსტო კოდი, ბილინგის მისამართი, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო ან სადებეტო ბარათთან;

- თქვენი სახლის მისამართის ნომერი ან / და მობილური ტელეფონის ნომერი;

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, რათა menu.ge- მ მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა შეკვეთის დადასტურება და მიწოდების დეტალები.

 

თქვენ პასუხისმგებელი ხართ menu.ge-ზე პირადი ანგარიშისა და თქვენი საბანკო მონაცემების დაცვაზე. ასევე ეთანხმებით, რომ თქვენ არ გაუმჟღავნებთ პაროლს მესამე პირს . თქვენ პასუხისმგებელი ხართ ნებისმიერი საქმიანობასა თუ ქმედებაზე, რაც უკავშირდება menu.ge- ს პირად ანგარიშს. თუ ფლობთ ინფორმაციას menu.ge-ზე თქვენი პირადი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობეთ menu.ge-ს.

 

თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ რეგისტრაციისას მიუთითებთ ზუსტ, მოქმედ და სრულ ინფორმაციას და განაახლებთ მას. Menu.ge იტოვებს უფლებას შეაჩეროს თქვენი პირადი ანგარიში და წვდომა მომსახურებაზე, თუ სარეგისტრაციო ინფორმაცია არ არის ზუსტი, მოქმედი და სრულყოფილი.

 

4.    საფასური და გადახდის მეთოდები

 

პროდუქტის საფასური მითითებული იქნება ვებგვერდსა და აპლიკაციაში, როდესაც  დაადასტურებთ შეკვეთას menu.ge-ზე. პროდუქტის საფასური მოიცავს ყველა გადასახადს. ვენდორსა და menu.ge-ს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალონ მიწოდებისა და პროდუქტის საფასური. მიუხედავად ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვენდორს არ აქვს უფლება შეცვალოს მიწოდების საფასური, ხოლო menu.ge არაა უფლებამოსილი ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის ფასი.  ვენდორსა და menu.ge-ს არ აქვთ უფლება საკუთარი სურვილისამებრ შეცვალონ პროდუქტებისა თუ მიწოდების საფასური იმ შეკვეთებზე, რომელიც უკვე მიღებულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაფიქსირდება შეცდომა პროდუქტისა და მიწოდების საფასურზე. პროდუქტზე სხვადასხვა სააქციო ფასები, რაც განთავსებულია ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში, განსხვავდება პროდუქტის თავდაპირველი ფასისგან. თქვენ ეთანხმებით, რომ გადაიხდით ყველა საფასურსა და ღირებულებას, რაც უკავშირდება თქვენს შეკვეთას ნებისმიერი მოქმედი გადასახადის ჩათვლით. თქვენი შეკვეთის საბოლოო ფასი შესაძლოა იყოს ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში მოცემული ფასებისგან განსხვავებული. Menu.ge არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე, პროდუქტებზე და მესამე მხარის ქმედებებზე, რაც უკავშირდება შეკვეთის მიწოდებას. Menu.ge-მ შესაძლოა მოითხოვოს გადამოწმება ან დამატებითი

 ინფორმაცია შეკვეთის მიღებამდე.

 

მიწოდებული პროდუქტების გადახდის მეთოდებია: (i) მომსახურების საფასურის წინასწარი გადახდა ხელმისაწვდომი საბანკო არხების მეშვეობით ან (ii) ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა შეკვეთის ადგილზე მიტანისას. თქვენ, როგორც მომხმარებელი ეთანხმებით, რომ menu.ge გადაურიცხავს პროდუქტების ღირებულებას ვენდორს. თქვენ ეთანხმებით, რომ menu.ge  ანიჭებს მის კურიერს მისამართზე პროდუქტის მიტანის უფლებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროდუქტისა და მომსახურების საფასურის მიწოდება menu.ge-სა და მისი ვენდორისთვის.

 

 5.    შეკვეთა, მიწოდება, გაუქმება და ანაზღაურება

 

შეკვეთისა და მიწოდების აუცილებელი პირობები, პროდუქციის ღირებულება ხელმისაწვდომია Menu.ge ვებგვერდსა და აპლიკაციაში.

 

თქვენ ეთანხმებით, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მიაწვდით Menu.ge-ს თქვენ პირად ინფორმაციას და უზრუნველყოფთ, რომ მონაცემები იქნება ზუსტი და სრულყოფილი შეკვეთის დროს. ნებისმიერი შეკვეთა, რომელსაც განათავსებთ menu.ge-ზე, ექვემდებარება პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მიწოდების შესაძლებლობის და menu.ge-სა და ვენდორის მხრიდან დადასტურებას. გთხოვთ, დეტალურად შეამოწმოთ შეკვეთისას მითითებული მისამართი, რადგან თუ კურიერი შეკვეთილ პროდუქციას არაზუსტ მისამართზე მიიტანს, ხოლო აღნიშნული მისამართი შემდგომ თქვენი მხრიდან შეიცვლება, დაგეკისრებათ მიტანის ორმაგი საფასური.

 

როდესაც განახორციელებთ შეკვეთას ონლაინ, ჩვენ გამოგიგზავნით ელ.ფოსტას (შეტყობინება პირად ანგარიშზე, სატელეფონო ზარი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება), რათა შეკვეთის მიღება დაგიდასტუროთ. ამგვარი დადასტურება (ელ.ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, პირადი ანგარიში) ავტომატურად ხორციელდება, რათა შეკვეთის დეტალური ინფორმაცია დადასტურდეს. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ, თუ რომელიმე მონაცემი არასწორია. ის გარემოება, რომ თქვენ ავტომატურად იღებთ დადასტურებას, არ ნიშნავს რომ ჩვენ ან ვენდორს შეგვიძლია შეკვეთის განხორციელება. როდესაც გამოგეგზავნებათ დადასტურება (ელ.ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სატელეფონო ზარი, პირადი ანგარიში) ჩვენ შევამოწმებთ პროდუქტის ხელმისაწვდომობას და მიწოდების შესაძლებლობას. თუ შეკვეთილი პროდუქტი და მიწოდება ხელმისაწვდომია, ვენდორი მიიღებს შეკვეთას და დაუდასტურებს menu.ge-ს. თუ შეკვეთის დეტალური მონაცემები სწორია, მიწოდება დადასტურდება ელ.ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, პირად ანგარიშზე ინფორმაციის გაგზავნით ან სატელეფონო ზარით. დამადასტურებელი შეტყობინება შეიცავს მიწოდებაზე დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის ვენდორის მხრიდან დადასტურებულ მიწოდების სავარაუდო დროსა და შეკვეთის საფასურს.

 

თუ მიწოდება ვერ ხორციელდება, menu.ge შეგატყობინებთ აღნიშნულზე პირადი ანგარიშის მეშვეობით, ელ.ფოსტით, სატელეფონო ზარითა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

 

შეკვეთისას მოცემული მიწოდების პერიოდი სავარაუდოა და შესაძლოა შეიცვალოს.

 

თუ ვერ ახერხებთ შეკვეთის მიღებას ან menu.ge ვერ შეძლებს შეკვეთის მიწოდებას მითითებულ დროს, რაც გამოწვეული იქნება თქვენი მხრიდან უფლებამოსილების ან ზუსტი მითითებების არარსებობის შემთხვევაში, შეკვეთა ჩაითვლება ჩაბარებულად და ამგვარ პროდუქტზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. თუ თქვენ არ იმყოფებით მისამართზე შეკვეთის მოწოდებიდან 10-15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ პროდუქტისა და მიწოდების საფასური. ნებისმიერი სახის შენახვა, დაზღვევა ან სხვა საფასური, რაც წარმოეშვება menu.ge-ს შეკვეთის ჩაუბარებლობის შეთხვევაში, დაგეკისრებათ თქვენ, რაც სრულად უნდა აანაზღაუროთ.

 

შეკვეთის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით menu.ge-ს, სასურველია სატელეფონო ზარის მეშვეობით. თუ ვენდორი დაეთანხმება გაუქმებას, შეკვეთის გაუქმების საფასური არ იქნება გადასახდელი. შეკვეთის გაუქმება არ არის გარანტირებული, რადგან თითოეულ ვენდორს აქვს განსაზღვრული გაუქმების დრო. Menu.ge ვერ აანაზღაურებს იმ შეკვეთას, რომელიც უკვე გადაცემულია. menu.ge და ვენდორი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს გაუქმებული ან შეცვლილი შეკვეთის სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვენდორისგან სხვა პროდუქტი მოგეწოდებათ, თქვენ გაქვთ უფლებამოსილება არ მიიღოთ აღნიშნული შეკვეთა. შეკვეთის თანხა სრულად აგინაზღაურდებათ. თუ კურიერმა მოგაწოდოთ სხვა პროდუქტი ან ნაკლოვანი შეკვეთა, შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა და მოითხოვოთ სრული ანაზღაურება ან მოსთხოვოთ კურიერს თავდაპირველად შეკვეთილი პროდუქტის ან ოდენობის მოწოდება .

 

6.    პასუხისმგებლობის შეზღუდვა

 

ვებგვერდსა და აპლიკაციაში ინფორმაციის სისწორესა და შეცდომების გასწორებას დიდი ყურადღება მიექცა. ბოდიშს გიხდით, ნებისმიერი შეცდომის გამო, რაც აქამდე ყოფილა. ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ, რომ ვებგვერდისა და აპლიკაციის გამოყენება შეცდომის გარეშე წარიმართოს, თუმცა დროდადრო აღმოჩენილი ხარვეზები გასწორდება.

 

ამ სამომხმარებლო ხელშეკრულებით თქვენ ეთანხმებით, რომ ათავისუფლებთ menu.ge-ს ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან, რაც უკავშირდება მესამე მხარის ინფორმაციის გამოყენებას, ან თქვენს მიერ მესამე მხარის ვებგვერდისა თუ აპლიკაციის გამოყენებას, ასევე ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებას menu.ge-ს პარტნიორებისგან.

 

ჩვენ უარს ვაცხადებთ  ყველა სახის პასუხისმგებლობაზე, რაც უკავშირდება Menu.ge-დან შეძენილი კერძის შემადგენლობასა და ხარისხს. აღნიშნული არ მოქმედებს მომხმარებლის ნორმატიულ უფლებებზე.

 

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მომსახურების გაწევის დაგვიანებაზე ან შეუსრულებლობაზე, თუ ამგვარი ფაქტი გამოწვეულია ვითარებით, რაც ჩვენს გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება, მაგალითად, ყველა გადაუჭრელი და მოულოდნელი გარემოება, რაც უშუალოდ გამოწვეულია ბუნების ძალებით ან ფორსმაჟორით, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ომი, გაფიცვა, სამოქალაქო აქცია; მესამე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობასთან,  სამთავრობო ბრძანებებთან, წესებთან, რეგულაციასა და მესამე მხარის აქტებთან თუ ინსტრუქციებთან შეუსაბამობა.

 

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე ირიბ ზარალსა თუ მიყენებულ ზიანზე, რაც გამოწვეულია ვებგვერდის არასწორ ან უყურადღებო გამოყენებასთან. ჩვენ მივიღეთ ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან აგვეცილებინა ინტერნეტ თაღლითობა და მაქსიმალურად უსაფრთხოდ შეგვენახა თქვენგან მიღებული მონაცემები. თუმცა, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელნი კომპიუტერული სერვერების ან მესამე მხარეების უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

 

7.    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

Menu.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს თუ როგორ გროვდება და გამოიყენება  თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა ინფორმაცია (მომხმარებლის ინფორმაცია), მათ შორის მარკეტინგული მიზნებისთვის.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასევე განსაზღვრავს თქვენს არჩევანსა და უფლებებს, რაც უკავშირდება თქვენი ინფორმაციის გამოყენებას, წვდომას, შესწორებასა და წაშლას. Menu.ge ვებგვერდისა თუ აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

ჩვენს სისტემაში დარეგისტრირებით, თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია cookies (ე.წ "ქუქის") და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. თქვენ გესმით და აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ მოვაგროვებთ და შევცვლით პირად ინფორმაციას თქვენზე ჩვენთან კომუნიკაციისას, ასევე მესამე მხარეებისა და სხვა წყაროების მეშვეობით, თუ აღნიშნული დასაშვებია.

 

როდესაც თქვენ იყენებთ ვებგვერდს, თქვენი ინფორმაცია შესაძლოა მოგროვდეს, იქნეს გამოყენებული და გაზიარებული სხვადასხვა მეთოდით. მომხმარებლის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ, შესაძლოა შეიცავს ინფორმაციას, როგორიცაა სრული სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, მიწოდების მისამართი, ინფორმაცია რაც უკავშირდება გადახდის მეთოდებს, მაგალითად ბარათის ნომერი და მისი მოქმედების ვადა, რომელიც არ ინახება, რადგან menu.ge იყენებს მესამე მხარეს გადახდის სისტემისთვის გადახდების დასამუშავებლად.

 

პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოიცავს ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს:

- სახელი და საკონტაქტო მონაცემები, როგორიცაა სრული სახელი, ელ.ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა საკონტაქტო მონაცემები;

-გადახდის ინფორმაცია, მაგალითად გადახდის ბარათის ნომერი (თუ გადახდა განხორციელდა ბანკის მეშვეობთ), რაც ავტომატურად გენერირდება თქვენს ანგარიშზე, რათა სამომავლოდ შეიძინოთ დამატებითი პროდუქტები და მომსახურება და მარტივად მოახდინოთ გადახდა. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ შეზღუდული ინფორმაცია, მარგალითად,  ბარათის ტიპი, მოქმედების ვადა თუ ბოლო 4 ციფრი

-ანგარიშის დეტალები, მაგალითად თქვენს მიერ დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელი ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე

-ინფორმაცია მოწყობილობაზე, როგორიცაა ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაზე, IP მისამართსა და პროვაიდერზე

-ადგილმდებარეობის მონაცემები მომსახურებისთვის ადგილმდებარეობის გაუმჯობესებული მახასიათებლებით

-დემოგრაფიული ინფორმაცია

-ისტორია, მაგალითად ინფორმაცია თუ რომელი პროდუქტების  დათვალიერება ხდება ყველაზე ხშირად

-ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია, რასაც თქვენი სურვილით დაამატებთ თქვენს პროფილს

 

ამ ინფორმაციის ზოგი ნაწილი შეიძლება შეგროვდეს  cookies  (ე.წ "ქუქის") ან მსგავსი ტექნოლოგიის მეშვეობით. Menu.ge იყენებს თქვენს ინფორმაციას მხოლოდ რეკლამირება და უშუალო მარკეტინგული აქტივობებისთვის. ჩვენ შეგვიძლიათ მოგაწოდოთ მარკეტინგული ან სხვა შეტყობინება სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ტექსტური შეტყობინება, pop-up რეკლამა,  ფოსტით ან ონლაინ.

 

 

თქვენ ეთანხმებით, რომ menu.ge-ს შეუძლია გაუმჟღავნოს თქვენი ინფორმაცია ნებისმიერ პირს თქვენი თანხმობით, რასაც ამ სამომხმარებლო ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით ადასტურებთ. პირადი გამოცდილებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას მხოლოდ ჩვენს ვენდორებს და მესამე პირებს- ჩვენი მომსახურების მომწოდებლებს. ჩვენს ვენდორებსა და მესამე მხარეებს-მომსახურების მომწოდებლებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ ან გამოიყენონ პირადი ინფორმაცია სხვა მიზნით, მომსახურების გაწევის გარდა. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ამგვარ გამოყენებაზე ან შეცვალოთ ინფორმაცია menu.ge-სთან დაკავშირებით.

 

თუ ჯერ არ შეგისრულდათ 18 წელი, გთხოვთ არ გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია, მათ შორის: თქვენი სახელი, მისამართი და ელ.ფოსტა. Menu.ge არ აგროვებს 18 წლამდე ასაკის პირებზე ინფორმაციას.

 

თქვენი ინფორმაცია ვებგვერდისა და აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლოა გადაეცეს იმ ქვეყანას და დამუშავდეს, რომლის რეზიდენტიც ბრძანდებით. ამის მიუხედავად, თქვენი პერსონალური ინფორმაცია ამ განაცხადი შესაბამისად იქნება დაცული.

 

თქვენი პირადი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

- მიწოდების სერვისის განხორციელება და ჩვენი ვალდებულებების შესრულება

-გადახდებისა და თანხის დაბრუნების დამუშავება

-პარტნიორი ვენდორებისთვის ინფორმაციის მიწოდება  შეკვეთის მომზადებისა და მიწოდების მიზნით

-თქვენი საჩივრის გადაწყვეტა

-menu.ge სისტემის დაცვა თაღლითობისგან, მომსახურების ბოროტად გამოყენებისგან და ქსელის უსაფრთხოებისთვის

-სხვადასხვა სარეკლამო თუ მარკეტინგული შეთავაზებები

- ხარისხის და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის კონტროლის უზრუნველსაყოფად

 

სამომხმარებლო შეთანხმების მიღებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ მიიღოთ რეკლამა, მარკეტინგული და სარეკლამო შეტყობინებები menu.ge-სგან. თუ თქვენ აღარ გენდომებათ რეკლამის, მარკეტინგული თუ სარეკლამო შეტყობინებების მიღება ჩვენგან, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ აღნიშნულზე  menu.ge-სთან დაკავშირებისას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვინახავთ თქვენგან მიღებულ ინფორმაციას და ჩაწერილ ზარებს (მერვე ნაწილის თანახმად) იმ ვადით, რაც აუცილებელია, რაც განისაზღვრება დაახლოებით 6 თვემდე ვადით. ამ ვადის შემდგომ, ჩვენ ვშლით ყველა სახის მონაცემსა და ჩანაწერს ან ვინახავთ იმ ფორმით, რაც გამორიცხავს პერსონალურ იდენტიფიკაციას.

 

8.    ზარების ჩაწერა და მონიტორინგი

 

ამ ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ ზარების მონიტორინგისა და ჩაწერის პრაქტიკას ზარის ჩასაწერი აპლიკაციების გამოყენებით, როდესაც შესაკვეთად რეკავთ. ჩვენ ვიყენებთ ზარების მონიტორინგისა და ჩაწერის პროცედურებს, რათა უზრუნველვყოთ სამომხმარებლო პრაქტიკა, გავაუმჯობესოთ მომსახურება, დავატრენინგოთ პერსონალი, გადავწყვიტოთ დავები შეკვეთებთან დაკავშირებით და უკეთესად მოგაწოდოთ შეკვეთა.

ზარის განხორციელებისას, თქვენ გეცნობებათ რომ ზარები იწერება და ხორციელდება მონიტორინგი, რაც გულისხმობს, რომ თქვენ ისმენთ წინასწარ ჩაწერილ შეტყობინებას საუბრის დაწყებამდე. ჩვენი გამაფრთხილებელი შეტყობინება იწერება საუბრის აუდიო ფაილთან ერთად, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თქვენი შეტყობინების დასადასტურებლად, რადგან სატელოფონო საუბარში თქვენი მონაწილეობა გულისხმობს დასტურს ზარის ჩაწერასა და მონიტორინგზე.

ჩვენი პროგრამა შეიძლება გამოყენებული იქნეს ზარების მონიტორინგისთვის, ზარების კლასიფიკაციისთვის, ზარების ჩაწერისთვის, დაარქივებისთვისა და ზარის განმახორციელებელზე ინფორმაციის შეგროვებისთვის. ინფორმაცია მოიცავს ზარის განმახორციელებლის ტელეფონის ნომერს, Caller ID-ზე სახელის გამოსახვას (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში), აუდიო და ზარის ჩაწერას, მოკლე ტექსტური შეტყობინების ჩაწერას, მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსს, ზარის ჩაწერას და სხვა მონაცემებს, რაც მოგვეწოდება ზარის მეშვეობით. თქვენ აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ და მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც გვეხმარებიან შეკვეთის განხორციელებაში, გვაქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე ედა შეგვიძლია გამოვიყენოთ ზემოთ აღნიშნული მიზნით.

 

 

 

Menu.ge
არ გამოტოვოთ საუკეთესო შეთავაზებები!
გსურთ მიიღოთ სიახლეები ბრაუზერის საშუალებით?
close_btn
გვერდის გადატვირთვა