სწრაფი მიტანა
უახლოესი რესტორნებიდან
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში
მიუთითეთ მისამართი, რომ შემოგთავაზოთ მიტანის სერვისი უმოკლეს დროში

Loading...

გთხოვთ მიუთითოდ თქენი მისამართი, რომ ნახოთ მიწოდების პირობები.
გვერდის გადატვირთვა

სიახლე

საქართველოში Menu Group-მა შეიძინა Delivery Hero-ს ოპერაციები

 

თბილისი,  8 აგვისტო 2017

 

საკვების შეკვეთისა და მიტანის წამყვანმა გლობალურმა  ონლაინ მაღაზიამ Delivery Hero Group (“Delivery Hero”)-მ და წამყვანმა კომპანიამ საკვების მიტანის სერვისში სომხეთში, საქართველოსა და ბელორუსიაში Menu Group (UK) Limited-მა  დღეს განაცხადეს, რომ Delivery Hero-ს მოქმედი ნაწილი საქართველოში  Foodpanda Georgia, გაიყიდა Menu Group-ზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს  ბრენდული სახელით Menu.ge.

 

Delivery Hero-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკლას ოესტბერგმა განაცხადა: "გუნდმა საქართველოში უზარმაზარი ძალისხმევა ჩადო, მაგრამ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ბაზრებზე, სადაც  ვაღწევთ წმინდა ლიდერობას და ძლიერ საბაზრო პოზიციას. ჩვენი ქმედებები  შესაძლებლობას გვაძლევს აქცენტი გავაკეთოთ ჩვენი გუნდის დარჩენილი ნაწილის ძალისხმევასა და რესურსებზე, რომლითაც ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვან ზრდას.“

 

ვაჰან ქერობიანი, Menu Group-ის დირექტორი აცხადებს: "გრძელდება კონსოლიდაციის ტალღა, რაც წარმოადგენს სწრაფ გზას საჭირო ეფექტური ოპერაციების მისაღწევად, განსაკუთრებით კი შედარებით მცირე ბაზრებზე.  ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი Foodpanda-ში დასაქმებული  კოლეგების, რომლებმაც შექმნეს საქართველოში Menu Group-თან ერთად საკვების მიწოდების ბაზარი.  ამ ნაბიჯს სამივე ქვეყანაში ჩვენი მხრიდან  მოყვება დამატებითი აქცენტი მიტანის სერვისის ხარისხის გაუმჯობესებასა და ოპერაციების დაჩქარებაზე მომხმარებელთა სასარგებლოდ.“

 

Menu.ge
არ გამოტოვოთ საუკეთესო შეთავაზებები!
გსურთ მიიღოთ სიახლეები ბრაუზერის საშუალებით?
close_btn
გვერდის გადატვირთვა