Menu.Ge

კერია

მისამართი: დიღომი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბელიაშვილის ქუჩა
ტელეგონი: 54 06 82/ 877 41 73 73
ღიაა: ყოველდღე, 12:00 _ ბოლო სტუმრის წასვლამდე
სხვა: პლასტიკური ბარათები/ wi-fi/ პარკინგი

სამი სართულისგან შედგება და 250 კაცს იტევს. სამივე სართული ერთმანეთისგან განსხვავებულია.
მეორე სართულზე ბარია და დიდი ბუხარი. მაგიდები უკვე გაწყობილია თანამედროვე სუფრის ინვენტარით.
მესამეზე რბილი დივნებია. აქ დაბალი განათებაა.

პირველზე მუსიკოსებისთვის განკუთვნილი სცენაა, საიდანაც ყოველდღე, საღამოობით მოისმენთ ცოცხალ მუსიკას ბენდის შესრულებით.

სამზარეულო ქართულ-ევროპულია.

თევზის 67.00 ლარი
მწვადის ასორტი 45.00 ლარი
კალმაზი ხიზილალის სოუსით 22.00 ლარი
ხბოს ჩაშუშული 9.00 ლარი
ხაჭაპური შამფურზე 9.00 ლარი
ხაჭაპური იმერული 7.50 ლარი
წიწილა შქმერულად 14.00 ლარი
ტოსტი ლორით და ყველით 4.50 ლარი
ტოსტი ორაგულით 7.50 ლარი
კრევეტის სალათა 19.00 ლარი
ნატურალური წვენი 3.00 ლარი
ყავა ესპრესო 3.00 ლარი
ყავა ნალექიანი 2.00 ლარი

ღვინიო აქვთ ქართული, როგორც ბოთლის ასევე ჩამოსახმელი. ბოთლის ღვინოები შედარებით ძვირი ღირს (12.00-70.00), ვიდრე ჩამოსასხმელი (4.00-5.00)
ქართული ლუდებიდან მხოლოდ “ნატახტარია”(2.50).

“კერიას” აქვს საზაფხულო ეზოც.

სულ გაკეთებულია 5 კომენტარი

    მწვადის ასორტი – 45 ლარი რაამბავია… რა შედის?
    და უბრალოდ მწვადი რა ღირს?

    • მემგონი 4 კაცის პორციაა. 4 კაცზე 45 ლარი ნორმალურია.
      კერიაში ვიყავით და 45 ლარად გავსკდითო მთლად ეგრეც არ იქნება :) )

    მე ვიყავი და ძალიან მაგარი რესტორანია.ამ დონის რესტორანში ფასებიც ძალიან ნორმალურად მეჩვენა.დიზაინზე ხომ საერთოდ გავგიჟდი.ვინმემ ხომ არ იცის ვინ არის არქიტექტორი? მეც ვაპირებ რაღაცის გაკეთებას და მაინტერესებს. ისე საჭმელებიც მაგარი აქვთ.

  • სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო არ ვარ ნამყოფი ამ რესტორანში. როგორც ჩანს დისკუსიაში გამოიკვეთა ამ რესტორნის განსაკუთრებულება, რაც მეც მინდა რომ შევიგრძნო, რადგან მზარეული გახლავართ და ვფიქრობ ჩემი თვალით დანახული მეტად გასააზრებელი იქნება ჩემთვის. ხოლო ჩემს შეხედულებას ოპტიკური სიადვილის მიზნით გამოვფენ ამ გვერდის ჰორიზონტალურ სივრცეზე, მარტივად აღსაქმელი რომ იყოს ყველასთვის.

    ამავდროულად მორიდებულად და დიდი მოკრძალებით გამოვეხმაურები ელენეს კომენტარს, სადაც ის ამბობს რომ თავადაც აპირებს ამ სფეროში რაღაცის გაკეთებას, და ვეთყოდი რომ მე გახლავართ ხელოვანი-კულინარი და საინტერესო რაღაცეებს ვქმნი რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის დაფასებული. ინტერესის შემთხვევაში მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა იმ ადამიანთან რომელსაც ახლის შეხმნის და ამ სფეროში მედათ განვითარების სურვილი აქვს_ და არ შემოიფარგლება მხოლოდ კრევეტებისა და მწვადების კმაყოფილებით.

    პატივისცემით. შ.ფირცხალაიშვილი

  • ნამდვილად გენრიელი კერძებია, სასიამოვნო გარემოა და თან არც უსაშველოდ ძვირია

დატოვეთ კომენტარი